დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს. ამის შემდეგ დაუკავშირდა თავის ნაცნობს. ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.