დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე ავტომობილით გადაადგილებისას, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანის მგზავრსა და მძღოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტში ჩაერთო კიდევ ერთი პირი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. მათ ცივი იარაღით დაჭრეს დაზარალებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.