დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით

15:05, 06.08.2025

სამართალდამცავებმა განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი