დაკავება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, თემურ შუბითიძე 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა და უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.

გამოძიების ცნობით, მათ  შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დატოვე კომენტარი