დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით

პოლიციამ ქვემო ქართლში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. დაკავებულია ასევე 1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც რუსთავში აიყვანეს.

სამართალდამცველებმა  ჩხრეკისას, იერიხოს ტიპის პისტოლეტი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 ვაზნა ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.