დაკავება გატაცების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის სამი ხელკეტი და 68 900 დოლარი.