დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფაქტზე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში. სამართალდამცველებმა საქმეზე ერთი პირი აიყვანეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 13 აბი და ექვსი ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა უკვე დაინიშნა.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.