დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით

12:16, 27.02.2019

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 59 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და ერთ გრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი