დაკავება გამოძალვის ბრალდებით
ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, 1994 წელს დაბადებულ მამაკაცს, თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. ამის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.