დაკავება ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ხუთი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უნებართვოდ, დარღვევით, სისტემატურად რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

დაკავებულია ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომლებსაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ედებათ ბრალად. აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. დანაშაული ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.