დაკავება ძალადობის ბრალდებით
ფიზიკური დაპირისპირება თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე – ძალადობის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.