დაკავება ძალადობის ბრალდებით

12:10, 11.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

მსგავსი