დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა პირმა აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც მან უკანონოდ მიითვისა.

საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.