დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1994 წელს დაბადებული პირი დააკავა. დაკავებულია ასევე 1988  წელს დაბადებული პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედება ბრალად.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია, სავარაუდოდ, პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა. ასევე, რვა ცალი მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება.

ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.