დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც პატრულ-ინსპექტორებმა მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 10 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.