დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 39 წლის პირი დააკავეს. გუშინ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. საგამოძიებო მოქმედებები სწორედ მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა.

გაირკვა, რომ კონფლიქტში სამი ადამიანი მონაწილეობდა და კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლას. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.