დაკავება არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე

18:18, 20.09.2025
მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის არასრულწლოვან თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი