დაკავება არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით

12:20, 16.01.2026
ისანი-სამგორის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, 1985 წელს დაბადებული პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მსგავსი