დაკავება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით, თანხის შეგროვებასა და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.