დაკავება არალეგალური საქმიანობის ბრალდებით

12:03, 17.09.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი ამოიღო. არალეგალური საქმიანობის ბრალდებით შვიდი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შიდა ქართლში წლების განმავლობაში არალეგალურად ამუშავებდნენ ალკოჰოლური სასმელების ქარხანას, სადაც კუსტარულად ამზადებდნენ სხვადასხვა ქართული და უცხოური დასახელების ბრენდის სასმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 300 ათას კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აგრძელებს, ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი