დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო
გურამ როგავაზე და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. გურამ როგავას განცხადებით, პროცესზე არ შეუშვეს, რადგან მანდატურების თქმით, სხდომა დახურული იყო. პროკურორის ცნობით, როგავას უფლება ჰქონდა, სხდომაზე დასწრების, თუმცა, მას წინასწარ აცნობს პროცესის დაწყების დრო. როგავას ინფორმაციით, საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელის აღიარება დევს, რომლისაც მას არ სჯერა. პროკურორის თქმით, საქმეში მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის პასუხებია წარმოდგენილი, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია.