დაჯილდოება პროფესიულ დღესთან დაკავშირებით
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ – მადლობის სიგელებთან ერთად, სახელმწიფო სპეციალური წოდებები ვადამდე მიენიჭათ და საპატიო თანამშრომლის წოდება მიიღეს. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ღონისძიებაზე პროკურორებისა და გამომძიებლების პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 65 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა შვიდ თანამშრომელს. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა სამი პირი. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.