#დაიმახსოვრეთ – საბა ხარებაშვილი #ტაიმაუტი
საბა ხარებაშვილი UEFA-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი – 15 წლის, 10 თვის და 8 დღის. საბა დინამო თბილისის რიგებში უკვე მეორე წელია სტაბილურად თამაშობს. გასულ წელს 26 აპრილს თელავის წინააღმდეგ შედგა მისი დებიუტი და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფორმის მორგება უკვე 43-ჯერ შეძლო. საბას კარიერის სტარტზე, მიზნებსა და მომავალზე ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.