დაგეგმილი აქცია პარლამენტთან

მედიასაშუალებების ორგანიზებით დღეს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. ის 18:00 საათზე დაიწყება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მასშტაბური იქნება. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის გადადგომას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავის დასჯას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.