დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის გამყოფ ხაზზე

12:10, 01.08.2022

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის, ჩაერიოს, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზში.

განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოსა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი