დაძაბული ვითარება უკრაინასა და უნგრეთს შორის

21:15, 07.03.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, „უკრაინელი მოქალაქეების გატაცების შემდეგ უნგრეთმა, შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მეტი პროვოკაცია განახორციელოს“. ანდრეი სიბიგას თქმით, მოქალაქეების გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინამ მიიღო მინიშნებები, რომ გარკვეული სახის „პროვოკაცია მზადდებოდა“. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის შვიდივე მოქალაქე, რომლებიც უნგრეთში დააკავეს, სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე, სიბიგამ თქვა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა უნგრულმა მედიამაც, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა. აღნიშნულ საკითხს ბუდაპეშტში გამართულ აქციაზე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტომ უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევი ქვეყანაში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოყვანას ცდილობს. 

მსგავსი