დაჭრის ფაქტი ბათუმში

ბათუმში შუახნის ქალის დაჭრასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, 23 წლის დისშვილმა დაჭრა. შემთხვევა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში მოხდა.

მეზობლების თქმით, კონფლიქტი, ქონების გაყოფას უკავშირდებოდა. ქალს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დაჭრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.