დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:03, 05.11.2025

კვლავ მძიმეა იმ სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დაიჭრა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების დაკავების დროს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა. ერთ-ერთმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელიც უნდა დაეკავებინათ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, ხოლო პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

მსგავსი