დაჭრილი მოზარდების საქმე

21:10, 01.02.2018

არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა. ერთ-ერთი ვერსიით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სკოლის ბანკეტის გამო დაიწყო და სამი მოზარდის დაჭრით დასრულდა.

დანაშაულში დაჭრილების ყოფილი თანაკლასელია ბრალდებული. ხორავას ქუჩის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პირველი ექსპერიმენტული სკოლა ფიგურირებს. სწორედ ამ სკოლის მეთორმეტე კლასში სწავლობდა დაკავებული არასრულწლოვანი.

გიორგი კობერიძე არკვევდა, რამდენად ეფექტურია ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის შემდეგ სკოლებში გამკაცრებული პრევენციული ზომები. მით უმეტეს, რომ ბოლო ორი გახმაურებული შემთხვევა სკოლების ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

მსგავსი