დააკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. კიმ კუნგოიანის პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, კიმ კუნგოიანის ახლობლებმა და ოპოზიციის წევრებმა ახალქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები კუნგოიანის საქმეს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მას იარაღი ჩაუდეს. მათივე ცნობით, კიმ კუნგოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, დაკავებული კიმ კუგოიანის მამისა და სამმართველოს უფროსის მოლაპარაკების შემდეგ, საპროტესტო აქცია დაიშალა.