ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში

15:13, 10.12.2025

დღეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, მეორე მოსმენით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონმდებლობა მკაცრდება – დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებებით, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნით გადაკეტვაც. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მიზანი შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის ბალანსის დაცვაა. ცვლილებებს აკრიტიკებენ ოპოზიციაში.

მსგავსი