ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში

პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. აღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურებს ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველია მხოლოდ კონსტიტუციური ნორმა, ცვლილებებით კი, სარჩელის მიზეზი იქნება მოქმედება ან უმოქმედობა.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა ხდება კონსტიტუციასთან და ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.