ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში
კამათი იყო პარლამენტში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებზე კრიტიკული პოზიციები დააფიქსირა ომბუდსმენის წარმომადგენლებმა. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება. გამოთქმულ შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა, რაც მხარეებს შორის კამათის მიზეზი გახდა.
დოკუმენტით სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევის, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.