ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

15:18, 02.03.2026

იურიდიულ კომიტეტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მეორე მოსმენის დროს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილება შევიდა, კერძოდ, პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა. განიხილეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. სიახლე საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 18 წლის ასაკიდან.

მსგავსი