ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში

12:20, 08.12.2025

უახლოეს მომავალში წიწაკის სპრეის, ელექტროშოკული მოწყობილობის და აკუსტიკური იარაღის შემოტანა, გაყიდვა და გამოყენება რეგულირებადი გახდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იარაღის შესახებ კანონში და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებებს ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

საკითხის მომხსენებლისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა მოქალაქეებს აეკრძალებათ და მისი ყიდვა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს და გარკვეულ უწყებებს ნებართვის საფუძველზე შეეძლებათ. ცვლილებების მიხედვით, წიწაკის სპრეის 18 წლამდე მოქალაქე ვერ შეიძენს. სრულწლოვან ადამიანებს კი, რომლებსაც წიწაკის სპრეი თავდაცვის მიზნით სჭირდებათ, მისი ყიდვის უფლება მხოლოდ პოლიციის ნებართვის შემდეგ ექნებათ.

აკუსტიკური იარაღის ყიდვასა და გამოყენებას პოლიციის ნებართვით ის პირები შეძლებენ, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ ეს მოწყობილობა თეატრალური წარმოდგენისთვის, კინოგადაღებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის უნდათ. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი ევროპული კანონმდებლობის საფუძველზე მომზადდა, რომელიც, მისი შეფასებით, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს აზღვევს.

მსგავსი