ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“კანონში
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ცვლილების მიხედვით, პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდენენ სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულს, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ დეკლარაციების შევსება და ინფორმაციის განთავსება მათი უძრავი და მოძრავი ქონებისა და გადარიცხვებით მიღებული სარგებლის შესახებ. ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.