ცვლილებები ამნისტიის შესახებ კანონში

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის განხილვა და კონსულტაციები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება და არ არის გამორიცხული, პროექტში უკვე არსებულ 44 საბრალდებო მუხლს, რომელსაც ჰუმანური აქტი შეეხება, კიდევ რამდენიმე მუხლი დაემატოს.

დატოვე კომენტარი