გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება – შესაბამისი ცვლილებები „პროკურატურის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექსკლუზიურად ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელთაც საპროკურორო საბჭო კენჭს უყრის და მხარდაჭერილ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე არჩევს.