COVID-19 - პროტოკოლი სპორტსმენებისთვის

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა. კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური ვარჯიშის ფორმას.

კონტაქტური სახეობების შემთხვევაში განისაზღვრა ორ მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა. სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, კრივი, ფეხბურთი და რაგბი. არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში კი სპორტსმენებმა ორ მეტრზე მეტი დისტანცია უნდა დაიცვან. ასეთია მაგალითისთვის მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში და ჭადრაკი.