ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. 28 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ოთხი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, მომხდარი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. რის შემდეგაც, ცოტნე გამსახურდიას ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დაკავებულები ქალაქის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან.

ადგილზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს.

დატოვე კომენტარი