ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო პირველ არხზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას დღეს ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენმა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართა, მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა მედიის კითხვებს უპასუხეს.
3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთი ქულით ბოლო მეოთხე ადგილს იკავებს, ჩვენი მეტოქე კი 7 ქულით ჯგუფს ლიდერობს. ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.