გამოძიება გენერალურ პროკურატურაში – საგამოძიებო უწყებაში დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ვახტანგ გომელაური საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა.
გამომძიებლების ინტერესი კი 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განთავსებული საგუშაგო და განვითარებული პროცესები იყო. ამ პერიოდში ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის თანამდებობას იკავებდა და როგორც მედიასთან განმარტა, ინფორმაცია მან პოსტფაქტუმ მიიღო, რის შემდეგაც საქმის კურსში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჩააყენა.
გომელაური დარწმუნებულია, რომ საგუშაგოს განთავსებას, შესაძლოა, ვითარების ესკალაცია მოჰყოლოდა, მათ შორის არსებობდა ომის საფრთხეც.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს თემაზე.