ჩორჩანას ეპიზოდი – გამოძიება პროკურატურაში
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ერთ საათში პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მივა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხეს ვახტანგ გომელაურმა და მაია ცქიტიშვილმა, ასევე სხვა ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა. გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მცხოვრებლებიც. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც, რომლის ფარგლებშიც განმარტება დისტანციურად მისცა გიორგი გახარიამ, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება.