სკანდალური ჩხრეკა ტრამპის რეზიდენციაში

ფლორიდაში მდებარე „მარ ა ლაგო პალმ ბიჩის რეზიდენცია“ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა შიდა პოლიტიკური მღელვარების მიზეზი ხდება. უკმაყოფილოა თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტიც, რომელიც ფაქტს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირებს.

საქმე ეხება იმ გამოძიებას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ფაილების გარშემო მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ექსპრეზიდენტს გასაიდუმლოებული მასალების ნაწილი თეთრი სახლიდან წაღებული აქვს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რეზიდენციიდან გარკვეული დოკუმენტები ამოიღო. მთელი მსოფლიო დღეს ტრამპის დაკითხვასაც ელოდა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთი რეზონანსული საქმის გამო დაიგეგმა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოძიებისთვის პასუხების გაცემაზე უარი თქვა.