ჩხრეკა ტიმოშენკოს პარტიის ოფისში
იულია ტიმოშენკოს ანტიკორუფციულმა უწყებებმა ოფიციალურად შეატყობინეს, რომ კორუფციის საქმეზე ეჭვმიტანილია. თავად ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ამტკიცებს, რომ ვიღაც კონკურენტების წმენდას ცდილობს.
პარტია „ბატკივშინის“ ლიდერი ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები მის ოფისს მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკდნენ. მისივე თქმით, „სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებებს“ არანაირი კავშირი არ აქვთ კანონთან და წესრიგთან. ტიმოშენკოს განცხადებით, ოცდაათზე მეტმა მძიმედ შეიარაღებულმა პირმა, ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, ფაქტობრივად, შენობა დაიპყრო და თანამშრომლები მძევლად აიყვანა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს.