ჩერნიგოვი - კიდევ ერთი გადამწვარი ქალაქი და მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე #მოამბე უკრაინიდან

ბუჩას შემდეგ ჩერნიგოვი. უკრაინის კიდევ ერთი გადამწვარი ქალაქი და მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. იაგონდაია – დასახლებული პუნქტი ჩერნიგოვოს ოლქში, სადაც ერთ-ერთ მიწისქვეშა თავშესაფარში ნაპოვნია 350 ცხედარი. რუსული არმიის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს თითქმის არაფერი გადაურჩა, მათ შორის არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი.

დასახლება, რომელიც ოკუპანტებმა დატოვებამდე თითქმის სრულად დანაღმული დატოვეს. ადგილზე საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. რას იხსენებენ იაგოდნაიას მცხოვრებლები, რატი ხვისტანი სატელეფონო ხაზზე.

მოამბე