ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში პირველ არხზე

„თბილისის დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ბუდაპეშტში გამართავს, ქართველი წყალბურთელების მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, უნგრული „ფერენცვაროში“ იქნება. „დინამო“ ოთხი ტურის შემდეგ, ერთი მოგებით, ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:30 საათზე შემოგთავაზებთ.