ჩეხეთი უკრაინას ტანკებს უგზავნის

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში გასაგზავნ ტანკზე, Т-72-ზე უკრაინელი სამხედროებისთვის გზავნილი დააწერა. „დავწერე მოკლე სურვილი მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ჩეხეთის პრემიერი „ტვიტერში“.