ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობა - სასამართლო პროცესი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი 5-000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად, ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.