პოლიტიკოსები, რომლებიც დასაწყისშივე სკეპტიკურად უყურებდნენ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ იდეას, შედეგებზე პასუხისმგებლობას ორგანიზატორებს აკისრებენ, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კი პაატა ბურჭულაძესთან და სხვა ორგანიზატორებთან კითხვები აქვს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ თითოეული კანონდამრღვევი სახელმწიფოსგან მკაცრ პასუხს მიიღებს.